25 აგვისტოს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სსიპ აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელობას შეხვდა. მათ ისაუბრეს და დასახეს ერთობლივი, სამუზეუმო პროექტებთან დაკავშირებული გეგმები. სტუმრებმა მოინახულეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის, არქეოლოგიური და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმები. აჭარის მუზეუმი რამდენჯერმე გახდა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენის მასპინძელი, რის გამოც ქალბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა სსიპ აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელობას.